კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

438
"ისნის  რაიონში, გახოკიძის ქუჩა N153-თან, კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", წყალსადენის 900 მმ-იან თუჯის მაგისტრალურ ქსელზე,  დაზიანების სალიკვიდაციოდ ტექნიკურ-აღდგენით სამუშაოებს ახორციელებს", – აღნიშნულის "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
 
"წყალსადენის ქსელის დაზიანებული მონაკვეთი 4 მეტრი სიღრმეზეა განთავსებული. ადგილზე, მთელი ღამის განმავლობაში, მობილიზებული იყო სამუშაო ჯგუფები, სპეცტექნიკა და დაზიანების სირთულის დასადგენად, უწყვეტ რეჟიმში, სადიაგნოსტიკო სამუშაოები მიმდინარეობდა.
 
ამჟამად ტექნიკური ბრიგადები, დაზიანების აღმოსაფხვრელად, სამუშაოებს აგრძელებენ – დაზიანებული ქსელის 3 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება.
 
აღნიშნულთან დაკავშირებით, ხვალ, 31 იანვრის დილის 09:00 საათამდე, წყალმომარაგება შეზღუდული იქნება:
 
სამგორის რაიონში:
ვაზისუბნის  დასახლებას და  მიკრო რაიონებს, ზემო პლატოს მე-2 მიკრორაიონს, ჯავახეთის ქუჩა N66, 68-ს, წულუკიძის, შანდორ პეტეფის, ონაშვილის  ქუჩებს და მე-8 ლეგიონის დასახლებას.
 
წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“  მოსახლეობას წყალს ცისტერნით მიაწვდის.
 
დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge
 
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს", – აღნიშნული აგანცხადებაში.
Comments
Loading...