კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

323

კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილის N63-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების ალტერნატიულ ქსელს მოაწყობს, – აღნიშნულის შესახებ განცხადებას კომპანია "ორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ავრცელებს.

"აღნიშნულ ტერიტორიაზე, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" წყალმომარაგების ქსელზე, რკინა-ბეტონის ნაგებობა სამშენებლო ნორმების დარღვევითაა დაშენებული. არსებული შენობა-ნაგებობა, წლების განმავლობაში, წყალმომარაგების ქსელის დეფორმაციას იწვევდა და შესაბამისად, ქსელი ხშირად ზიანდებოდა. ამჯერად, დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა ვერ ხერხდება, რადგან შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა შეუძლებელია.

მოსამზადებელი სამუშაოების პარალელურად, კახეთის გზატკეცილის N63-თან კომპანიამ ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დაამონტაჟა და წყალსადენის 2 ჭა მოაწყო. შედეგად, ამ მომენტისთვის, მოსახლეობას წყალმომარაგება შეუზღუდავად მიეწოდება.

დაზიანების აღმოფხვრის მიზნით, კახეთის გზატკეცილზე N63-ის მოპირდაპირე მხარეს, აუცილებელი გახდა წყალმომარაგების ალტერნატიული ქსელის მოწყობა და  ასფალტის საფარის დემონტაჟი.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აღნიშნულ ტერიტორიაზე,  წყალმომარაგების ქსელზე სამუშაოების დასრულებისთანავე,  საგზაო ინფრასტრუქტურას სრულად მოაწესრიგებს", – აღნიშნულია განცხადებაში.

Comments
Loading...