კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

350

გლდანის რაიონში, "ა" მიკრორაიონში, N62-ე კორპუსთან, სამშენებლო კომპანიამ სამუშაოების წარმოებისას "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" კუთვნილი წყალსადენის 110 მმ-იანი ქსელი დააზიანა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ავრცელებს.

ამ დროისთვის, ადგილზე მობილიზებულია ტექნიკური ბრიგადა და დაზიანების აღმოსაფხვრელად მოსამზადებელო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოების წარმოების დაწყება, რამდენიმე საათის განმავლობაში, წყალსადენის ქსელის წყლისგან დაცლას მოითხოვს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, 15 მარტს, 23:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

გლდანის  რაიონში:

გლდანის "ა" მიკრორაიონს;

წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" მოსახლეობას წყალს ცისტერნით მიაწვდის.

დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.

Comments
Loading...