სამგორის რაიონში, ლილოს დასახლებაში, მეფრინველეობის ქუჩაზე, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" წყალსადენის 250 მმ-იანი ქსელი დაზიანდა, – აღნიშნულის შესახებ განცხადებას კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ავრცელებს.
"ამ დროისთვის, ადგილზე მობილიზებულია ტექნიკური ბრიგადა და დაზიანების აღმოსაფხვრელად მოსამზადებელო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოების წარმოების დაწყება, რამდენიმე საათის განმავლობაში, წყალსადენის ქსელის წყლისგან დაცლას მოითხოვს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, 15 მარტს, ღამის 03:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული ექნება:
სამგორის რაიონში:
ლილოს დასახლებას;
წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მოსახლეობას წყალს ცისტერნით მიაწვდის.
დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს", – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.