კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

328

ჩუღურეთის რაიონში, ნორიოს აღმართზე N54-თან, გზების მშენებელმა კომპანიამ მძიმე ტექნიკით სამუშაოების წარმოებისას, კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის"  250 მმ-იანი მაგისტრალური წყალსადენის ქსელი დააზიანა, – აღნიშნულის შესახებ განცხადებას კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ავრცელებს.

ამ დროისთვის კომპანიის ტექნიკური ჯგუფები, ქსელის აღსადგენად მოსამზადებელ სამუშაოებს  ახორციელებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, რამდენიმე საათის განმავლობაში,  მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, 13 მარტს,  23:50 საათამდე,  წყალმომარაგება შეეზღუდება:

ჩუღურეთის რაიონში:

ნორიოს აღმართს, პ. ბაგრატიონის, მნათობის, სააკაძის, დავითაშვილის, ლანჩხუთის და მიმდებარე ქუჩებს.

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას,  "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.

Comments
Loading...