კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

462

ჩუღურეთის რაიონში, ქვლივიძის N20-თან, კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" 150მმ-იანი წყალსადენის ქსელი დაზიანდა. აღნიშნულის შესახებ შესაბამისს განცხადებას კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ავრცელებს.

აღნიშნულ მისამართზე, დაზიანება ფარული სახისაა, რაც  სამუშაო პროცესს ართულებს. ამ დროისთვის, ადგილზე მობილიზებულია კომპანიის ტექნიკური ჯგუფი და საძიებო-სადიაგნოსტიკო სამუშაოები მიმდინარეობს.

დაზიანების აღმოსაფხვრელად, ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოების წარმოება  რამდენიმე  საათის განმავლობაში,  წყალსადენის ქსელის წყლისგან დაცლას მოითხოვს, რის გამოც დღეს, 28 თებერვალს, 15:30 საათიდან წყალმომარაგება შეეზღუდება:

 ჩუღურეთის რაიონში:

ჩიქობავას, ქვლივიძის, გოცირიძის, ტერენტი გრანელის, გორკის და მიმდებარე ქუჩებს;

კომპანია წყალმომარაგების აღდგენის დროის შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით  Facebook-ის და განცხადების საშუალებით გაავრცელებს.

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას,  „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.

Comments
Loading...