კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა განაახლა

371
 საბურთალოს რაიონში, სხვიტორის ქუჩაზე, კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“,  წყალმომარაგების გაუმჯობესებისა და სტაბილურობის მიზნით,  წყალსადენის 900 მმ-იანი  და 1200 მმ-იანი მაგისტრალური ქსელების 160 მეტრი სიგრძის მონაკვეთი შეცვალა.
 
ასევე, აღნიშნული რეაბილიტაციის ფარგლებში, სოფელ წიწამურში, 1200 მმ-იანი მაგისტრალური ქსელის 60 მეტრი სიგრძის მონაკვეთი შეიცვალა.
 
ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოებს, კომპაია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, ხვალ, 27 თებერვალს განახორციელებს.
აღნიშნული სამუშაოების წარმოება, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლას მოითხოვს, რის გამოც ხვალ, 27 თებერვლის დილის 10:00 საათიდან, 28 თებერვლის დილის 10:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:
საბურთალოს რაიონში:
დიღომი 8-ს, ჯორჯ ბალანჩინის ქუჩას და ზურგოვანას დასახლებას.
 
ასევე, 27 თებერვალს წყალმომარაგება რამდენიმე საათით  შეეზღუდება:
 
დიდუბის რაიონში:
ლუბლიანას ქუჩის ნაწილს და ბელიაშვილის ქუჩა N40-ს.
 
საბურთალოს რაიონში:
ჟვანიას კლინიკას და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კლინიკებს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე  ობიექტებს, ყაზბეგის და ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილს და მიმდებარე ქუჩებს.
 
ვაკის რაიონში: 
ვაჟა-ფშაველას და ნუცუბიძის კვარტლებს, დელისის I, II და III და მიმდებარე ქუჩებს, წყნეთის გზატკეცილს, ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, თამარაშვილის, ჯიქიას,  მცხეთის,  და მიმდებარე ქუჩებს.
 
აღნიშნულ ქუჩებზე, წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ დაზუსტებულ ინფორმაციას, კომპანია, საინფორმაციო სააგენტოებისა და სმს-ების საშუალებით დამატებით გაავრცელებს.
 
 
წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას,  „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქის და ვებგვერდის მეშვეობით –  – http://www.gwp.ge
 
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.
Comments
Loading...