კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

318

გლდანის რაიონში, ზაჰესში, ავჭალის ქუჩაზე, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" 1400 მმ-იანი ფოლადის მაგისტრალური წყალსადენის ქსელი დაზიანდა, რაც ბოლო პერიოდში ტემპერატურის მკვეთრი ვარდნის ფონზე  ქსელის დეფორმაციამ გამოიწვია, – აღნიშნულის შესახებ განცხადებას კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ავრცელებს.

"დაზიანების ადგილზე მობილიზებულია სამუშაო ჯგუფები და  ქსელის აღსადგენად, 3 მეტრი სიღრმეზე, მოსამზადებელი სამუშაოები, დღეს, დილიდან მიმდინარეობს.

წყალსადენის ქსელის დაზიანებული მონაკვეთის მთლიანობის აღსადგენად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, 9 თებერვალს, ღამის 00:00 საათიდან, ხვალ 10 თებერვლის დილის 06:00 საათამდე  წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკის რაიონში: 

ვაჟა-ფშაველას კვარტლებს, ნუცუბიძის ქუჩას და მიკრო რაიონებს, ჯიქიას, ქავთარაძის, დელისის I, II, III  ქუჩებს, ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, თამარაშვილის ქუჩის ნაწილს,  წყნეთის გზატკეცილს, ყიფშიძის, კეკელიძის, ტაბიძის და მიმდებარე ქუჩებს.

საბურთალოს რაიონში: ყაზბეგის გამზირის ნაწილს, ვ. ჩიქოვანის და ზაქარიაძის ქუჩებს, ვაჟაფშაველას გამზირის ნაწილს.

სოფელ დიღომში –  ვაშაძის, თამარ მეფის, მესხის, გორგასლის ქუჩებს, აღმაშენებლის ხეივანზე მდებარე კორპუსებს.

მთაწმინდის რაიონში:

ჭონქაძის, სავანელის, გერგეთის, მესხის, კოჯრის,  და მიმდებარე ქუჩებს.

წყალი დაბალი წნევით მიეწოდება:

დიდი დიღომს. 

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს, – აღნიშნულია განცხადებაში.

Comments
Loading...