"ჩვენთვის, პირველ რიგში, მიუღებელია ერთ პაკეტად შესყიდვა ისეთი არხების, რომელთაც სხვადასხვა რეიტინგი, შინაარსი და სარედაქციო პოლიტიკა აქვთ და ამავე დროს ბაზრის 80%-ზე მეტს ფლობენ", – აღნიშნულის შესახებ შესაბამისს განცხადებას "სილქნეტი" ავრცელებს.
"ამ შეთავაზებით მოკლებული ვართ შესაძლებლობას, მივიღოთ გადაწყვეტილება თითოეულ არხზე ინდივიდუალურად და მომხარებლის ინტერესის გათვალისწინებით, რაც ეწინააღმდეგება ჯანსაღი და სამართლიანი კონკურენციის ბიზნეს პრინციპს.
შესაბამისად, 6 არხის ერთიან ტრანზიტზე გადასახადთან დაკავშირებით საუბარი მიუღებელია. თუმცა, ლოგიკურად მივიჩნევთ პაკეტის დაშლას და თითოეულ არხზე ცალკეული პირობების განხილვას. რაზეც, არაერთხელ ვაცნობეთ მაუწყებელთა წარმომადგენელს – მედია რაითს ჯორჯიას, წერილობით.
ჩვენ ვიმოქმედებთ კანონიდან გამომდინარე და ვთვლით, რომ, თუ მოლაპარაკებები სწორად წარიმართება, შევძლებთ, მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მისაღები იქნება როგორც ჩვენი მომხმარებლისთვის, ისე ბიზნესისთვის", – აღნიშნულია განცხადებაში.