კომპანია სილქნეტი განცხადებას ავრცელებს

13

სილქნეტის მობილურ ქსელში გიგაბიტ LTE პროექტის ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს, რაც გამტარუნარიანობის გაზრდას და ინტერნეტ სიჩქარის გაუმჯობესებას ითვალისწინებს.

თბილისის მასშტაბით სამუშაოები 2021 წლის დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება.  პარალელურად, სერვისის გაუმჯობესების და ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება ოპტიმიზაცია. აღნიშნულთან დაკავშირებით, ფიქსირდება მცირე შეფერხებები და პერიოდული ხარვეზი, რაც აბონენტების მომსახურებაზე, უმეტეს შემთხვევებში, არ აისახება.

პროექტის მეორე ფაზის გაგრძელება დაგეგმილია 2022  წლის იანვარ-თებერვლის თვეებში, თბილისსა და რეგიონებში.

ახალი თაობის „გიგაბიტ LTE“ ტექნოლოგიის დანერგვის შემდეგ, კომპანია სილქნეტი ბაზარზე არსებულ ყველა სხვა სტანდარტზე 7-ჯერ სწრაფ მობილურ ინტერნეტს აწვდის მომხმარებელს. ყველა კვლევით, ქსელში ჩართული აბონენტი უაღრესად სწრაფი,  სტაბილური სიჩქარით სარგებლობს. ქსელი იძლევა საშუალებას, გაცილებით მეტ მომხმარებელს მობილური ინტერნეტ-სერვისი ხარვეზის გარეშე მიაწოდოს. ტექნოლოგიის საშუალებით შესაძლებელია: დიდი მოცულობის ფაილების გადაგზავნა,  მაღალი გარჩევადობის ვიდეოების ყურება წყვეტის გარეშე, საქმიანი საკითხების მოგვარება ოპერატიულად (ინტერნეტ/ხმოვანი,  ვიდეო თუ საკონფერენციო ზარებით), სიახლეების გაცნობა, სოციალური ქსელებით სარგებლობა, ონლაინ სწავლა, გართობა, შემეცნება,  უწყვეტი კავშირი ახლობლებთან ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი კუთხიდან.

სილქნეტი ბოდიშს გიხდით პერიოდული შეფერხებისთვის!

Comments
Loading...