კომპანია “რუსთავის წყალი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

386

"28 მარტს, "ენერგო-პრო ჯორჯიას" ელექტროგადამცემი ხაზი ავარიულად დაზიანდა, რის გამოც "რუსთავის წყლის" ხრამის სათავე ნაგებობას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა", – აღნიშნულის შესახებ განცხადებას კომპანია "ჯორჯიან უოტერ ენდ ფაუერი" ავრცელებს.

"აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, 28 მარტს, საღამოს 19:00 საათიდან წყალმომარაგება შეეზღუდა: ქ. რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს, მშენებელთა დასახლებას; წყალმომარაგება, ელექტროგადამცემ ხაზზე დაზიანების აღმოფხვრისთანავე აღდგება.

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია "რუსთავის წყალი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 22 00 11 და ფეისბუქის საშუალებით.

კომპანია "რუსთავის წყალი" დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს", – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

Comments
Loading...