კომპანია “მცხეთის წყალი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

372

ხვალ, 2 მარტს, ქალაქ მცხეთაში, კომპანია "მცხეთის წყალი" ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. კერძოდ, ზონირების პროგრამის ფარგლებში, საბალანსო მრიცხველებს დაამონტაჟებს. აღნიშნულის შესახებ შესაბამისს განცხადებას კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაური" ავრცელებს.

აღნიშნული ტექნიკური სამუშაოების წარმოებისთვის აუცილებელია,  რამდენიმე  საათის განმავლობაში, მაგისტრალური წყალსადენის ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 2 მარტს, დილის, 10:00 საათიდან, 2  მარტის  18:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

მცხეთაში:

სამხედროს, ნარეკვავის, მირიან მეფის, კალოუბნის, გედევანიშვილის და მიმდებარე ქუჩებს; კირპიჩის და რკინიგზის სადგურის დასახლებებს;

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას,  „მცხეთის წყალი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11 და ფეისბუქის მეშვეობით. 

კომპანია „მცხეთის წყალი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.

Comments
Loading...