კომპანია “თბილღვინომ” StopCov ფონდში 50 000 ლარი გადარიცხა

27

განვითარებული მოვლენების ფონზე კომპანია “თბილღვინო“ მიესალმება StopCov ფონდის შექმნას. შესაბამისად სამოქალაქო პასუხისმგებლობის ფარგლებში „თბილღვინომ“ ფონდში 50 000 ლარი გადარიცხა.

„თბილღვინო განაგრძობს მუშაობას თანამშრომელთა ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების ეფექტური ზომების დაცვით, როგორც თბილისში, ასევე, ყვარლის საწარმოში. შეუფერხებლად მიმდინარეობს ექსპორტი მრავალ ქვეყანაში. საქართველო, ჩვენ გვჯერა, რომ ამ კრიზისს ერთად დავაღწევთ თავს.“ – აცხადებენ კომპანიაში.

Comments
Loading...