კომპანია “ბლაუნშტაინ-საქართველოს” მეძროხეობის ფერმებში სამეცნიერო-კვლევები ჩატარდება

395

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცხოველეობის, ვეტერინარიისა და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქართულ-შვეიცარიულ კომპანიასთან „ბლაუენშტაინ-საქართველო” მემორანდუმი გააფორმეს.

მემორანდუმი საქართველოში სამთო მეცხოველეობის განვითარების და მთის სუბალპური და ალპური საძოვრების ეფექტიანად გამოყენებისთვის მეცნიერულ ხელშეწყობას ითვალისწინებს. თანამშრომლობის ფარგლებში, დაგეგმილია რაჭაში "ბლაუენშტაინ-საქართველოს“ მეძროხეობის ფერმების სამეცნიერო-კვლევით ბაზებად გამოყენება. მოხდა შეთანხმება მინი სასაკლაოზე სხვადასხვა გენერაციის მოზვრების საკონტროლო დაკვლების ერთობლივად ჩატარებაზეც.

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლები მაღალმთიანი საძოვრების ათვისების სქემას შექმნიან და საძოვრების მწვანე საფარის შემადგენლობას შეისწავლიან, რომლის საფუძველზეც რეკომენდაციებს შეიმუშავებენ და ფერმერებს გააცნობენ.

Comments
Loading...