კომპანია აჭარისწყალი ჯორჯია: დიდაჭარის კაშხალის მშენებლობა-ოპერირება ქართულ და საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია

150

დიდაჭარის კაშხალის მშენებლობა 2017 წლის დასაწყისში დასრულდა და მას შემდეგ ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად ფუნქციონირებს.  კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას’’ განცხადებით, 52 მეტრი სიმაღლის დიდაჭარის კაშხალი მდგრადი და უსაფრთხო ნაგებობაა, რომლის მშენებლობაც ქართული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განხორციელდა და კაშხლის სხვადასხვა სექციის რუტინული მონიტორინგი მიმდინარეობს შესაბამისი ტექნიკური გეგმის ფარგლებში.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, დიდაჭარის კაშხალი, როგორც მსგავსი ტიპის ყველა დიდი ბეტონის ნაგებობა კონკრეტული თანმიმდევრობით და ცალკეული სექციებისგან შედგება, რომელთა შორისაც მოწყობილია „კონსტრუქციული ნაკერები“, ტემპერატურული ცვლილებების გამო ბეტონის სხვადასხვა ნაწილების გაფართოებისა და შეკუმშვის დროს წყლის მცირე ნაკადის გამოდინება ჩვეულებრივი მოვლენაა და შესაბამისი სამუშაოები ტარდება პროფილაქტიკური სამუშაოების ფარგლებში.

,,ჩვენთვის ცნობილია, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ვიდეომ, საზოგადოების ნაწილში, ვისაც ტექნიკური ცოდნა არ აქვს, გარკვეული შეშფოთება გამოიწვია, რასაც ბუნებრივია არ იზიარებენ დარგის მცოდნე სპეცილისტები. მინდა საზოგადოება დავარწმუნო, რომ დიდაჭარის კაშხალი წარმოადგენს უსაფრთხო და მდგრად ნაგებობას, რომელიც ქართულ და საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია.

ვინაიდან ,,ცემენტაციის“ სამუშაო შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ წყალსაცავის ავსების შემდეგ, ტექნიკური გეგმის მიხედვით ეს სამუშაო დიდაჭარის კაშხალზე დაგეგმილი იყო მაისი-ივნისის თვეში, რაც ხორციელდება და ამ დროისთვის სამუშაოს 80% უკვე დასრულებულია. დიდაჭარის კაშხალი ათწლეულების მანძილზე, ოპერირებას განახორციელებს წარმატებით.’’- განაცხადა კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას’’ აღმასრულებელმა დირექტორმა, პრაშანტ ჯოშმა.

Comments
Loading...