კოკი იონათამიშვილი: ჯანმოს მიმართ დადებითად განწყობილი არ ვარ, მაგრამ ის რეკომენდაციები, რომლებსაც იძლევიან, არის მისაღები

9

“მე არ ვარ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიმართ დადებითად განწყობილი ბევრი რიგი მიზეზის გამო, მაგრამ ის რეკომენდაციები, რომლებსაც ისინი ამ ბოლო ეტაპზე იძლევიან, არის სავსებით გასაგები, მისაღები”, – ამის შესახებ ორგანიზაცია “საქართველო – 3 ზღვის” დამფუძნებელი კოკი იონათამიშვილი “რუსთავი 2”- თან აცხადებს.

“მე არ ვარ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიმართ დადებითად განწყობილი ბევრი რიგი მიზეზის გამო, მაგრამ ის რეკომენდაციები, რომლებსაც ისინი ამ ბოლო ეტაპზე იძლევიან, არის სავსებით გასაგები, მისაღები და შეიძლება ეს იყოს ერთ-ერთი საშუალება, რამაც ჩვენ უფრო ადვილად მოგვცეს გახსნის საშუალება. მაგრამ იმაზე აპელირება, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია თუ დაუჭერს მხარს რომელიმე წამალს, ის მივიღოთ, ეს მგონია, რომ ცოტა უფრო კრიტიკულია. ჩემი აზრით, მკაცრად უნდა ითქვას, რომ ევროპის წამლის სააგენტო თუ მისცემს ავტორიზაციას, მოვიხმართ, თუ არ მისცემს, არ მოვიხმართ და ხალხისთვისაც ეს იქნება უფრო ადვილი გასაგები მესიჯი”, – აცხადებს კოკი იონათამიშვილი.

Comments
Loading...