კოკი იონათამიშვილი: რასაც ვხედავ პრობლემად, არის მთავრობის საზოგადოებასთან არასწორი კომუნიკაცია

5

ამის შესახებ ორგანიზაცია “საქართველო – 3 ზღვის” დამფუძნებელი კოკი იონათამიშვილი “რუსთავი 2”- თან აცხადებს.

“მე, როგორც “აიპრესის” წარმომადგენელს ჯანმოს ბრიფინგზე მქონდა საშუალება, რომ შეკითხვა დამესვა და მაშინ ჯანმოს ხელმძღვანელმა ძალიან მაღალი შეფასება მისცა, ზოგადად როგორ უმკლავდება საქართველო ეპიდემიას და რა მეთოდებს გამოიყენებენ, ეს იყო პირველ რიგში გამომდინარე იქიდან, რომ მოხდა მყისიერი რეაქცია და რეგულაციები პირველ ეტაპზე რაც იყო შემოსული, იყო აბსოლუტურად ობიექტური.

ამ ეტაპზე მე რასაც ვხედავ პრობლემად, არის საზოგადოებასთან არასწორი კომუნიკაცია. თქვენ დაუსვით აბსოლუტურად დროული და ობიექტური შეკითხვა გამომსვლელს ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებით, ეს არ არის მხოლოდ ჯანმრთელობის უსაფრთხოების საკითხი, ეს არის გლობალურად უსაფრთხოების საკითხი და მედიცინის სფეროს მენეჯერებმა და პოლიტიკოსებმაც ბუნებრივია, ამ კუთხით უნდა შეხედონ. შეგიძლია ძალიან ადვილი მესიჯი თქვა, რომ თუ ევროპის წამლის სააგენტო არ მისცემს ავტორიზაციას, არცერთი წამალი საქართველოში არ იქნება გამოყენებული. ჩინურ და რუსულ კომპანიებს, რომლებიც აწარმოებენ ვაქცინებს, არ მიუმართავთ ევროპის შესაბამისი სტრუქტურებისთვის, რატომ ვუსვამ ამას ხაზს, დღეს მე მოვისმინე მთავრობის წარმომადგენლის მხრიდან, რომლის მეთაურმაც ერთი დღის წინ განაცხადა, რომ ჩინური ვაქცინა არ განიხილება. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, თურქეთში და აზერბაიჯანში დაიწყეს, როგორც კი გამოჩნდება რაიმე კრიზისი ევროპის ქვეყნებში, აუცილებლად მოხდება ამ თემის გააქტუალურება და ამიტომ უნდა იყოს ძალიან მკაფიო და ინტერაქტიული მუშაობა მთავრობის მხრიდან”, – აცხადებს კოკი იონათამიშვილი.

Comments
Loading...