კოვზანაძე: საპენსიო სააგენტოსთვის დამოუკიდებელი აუდიტორის კონკურსში Ernst & Young-მა გაიმარჯვა

32

საქართველოს პარლამენტმა საპენსიო სააგენტოს 2018 წლის ანგარიშგების აუდიტის განხორციელებისთვის დამოუკიდებელი აუდიტორი შეარჩია.

საკონკურსო კომისიამ, რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე ხელმძღვანელობდა, დღეს კონკურსში მონაწილეთა ფინანსური წინადადებები განიხილა და გამარჯვებული – საერთაშორისო აუდიტორული კომპანია “Ernst & Young”- გამოავლინა.

“ახლადშექმნილი საპენსიო სააგენტოსთვის დამოუკიდებელი აუდიტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობას მსოფლიოს ოთხი უმსხვილესი აუდიტორული კომპანია, ე.წ. “დიდი ოთხეული” – Ernst & Young, PricewaterhouseCoopers, Deloitte Touche – Tohmatsu და KPMG იღებდა. გაიმარჯვა “Ernst & Young”-მა, რომელსაც პარლამენტს დასამტკიცებლად მომდევნო სესიაზე წარვუდგენთ”, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

Comments
Loading...