კოვზანაძე: ეროვნული ბანკისთვის დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანიის შერჩევის პროცესი დავიწყეთ

46

ეროვნული ბანკის ანგარიშგების აუდიტის შესარჩევად დამოუკიდებელი აუდიტორების სია საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა უკვე წარადგინა, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

როგორც ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანული კანონის თანახმად, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი უზრუნველყოფს დამოუკიდებელ აუდიტორთა შესარჩევი საკონკურსო კომისიის ფორმირებას. კონკურსში მონაწილეობას კი პარლამენტი მსოფლიოს ოთხ უმსხვილეს აუდიტორულ კომპანიას, ე.წ. "დიდ ოთხეულს" –  Ernst & Young-ს, PricewaterhouseCoopers-ს, Deloitte Touche- Tohmatsu-სა და KPMG-ს  სთავაზობს.

"პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, დამოუკიდებელი აუდიტორი ეროვნული ბანკისთვის  შემოდგომის ბოლომდე უნდა გამოვავლინოთ. პროცესი ახლავე უნდა დავიწყოთ, ამიტომ აუდიტორული კომპანიების სია უკვე წარმოვადგინეთ", – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

Comments
Loading...