კოვზანაძე ახალ საბანკო რეგულაციებზე: სესხის აღება მიბმულია მსესხებლის შემოსავლის დონეზე

43

“მსესხებელი თავის სესხს უნდა მოემსახუროს მისი შემოსავლებიდან გამომდინარე. აქედან გამომდინარე ის არ უნდა გახდეს იძულებული, რომ სესხის მომსახურებისთვის გაყიდოს მისი თუნდაც უკანასკნელი საცხოვრებელი სახლი”, – განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ ახალ საბანკო რეგულაციებზე საუბრისას.

“ახლა ჩვენ გვაქვს ორი პროცესი, პირველი ეს არის ვალების განულების პროცესი, რომელიც გულისხმობს, რომ 600 ათასამდე ჩვენს თანამემამულეს ჩამოეწერება წლობით დაგროვილი დავალიანება და ეს არის მილიარდობით. და მეორე პროცესი, ვალების არ დაგროვების პროცესი.

1 იანვრიდან ძალაში შეიყვანა ეროვნულმა ბანკმა პროცედურა, რომელიც გულისხმობს, რომ სესხის აღება მიბმული არის მსესხებლის შემოსავლის დონეზე. ეს გულისხმობს, რომ მსესხებელი თავის სესხს უნდა მოემსახუროს მისი შემოსავლებიდან გამომდინარე. აქედან გამომდინარე ის არ უნდა გახდეს იძულებული, რომ სესხის მომსახურებისთვის გაყიდოს მისი თუნდაც უკანასკნელი საცხოვრებელი სახლი,” – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ “კურიერთან”.

Comments
Loading...