კლინიკა კარაპს მედლაინში ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტს მერაბ კილაძის სახელი მიენიჭა

388

კლინიკა კარაპს მედლაინში ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტს, მერაბ კილაძის სახელი მიენიჭა. დღეს მისი გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა, – აღნიშნულია კლინიკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დეპარტამენტის გახსნის  ღონისძიებას   სამედიცინო საზოგადოება, მერაბ კილაძის ოჯახის წევრები,  ცნობილი ხელოვანები და მისი პაციენტები დაესწრნნენ.

ქვეყნის დიდ ქირურგს და საქართველოში ლაპარასკოპიული ქირურგიის სკოლის ერთ-ერთ ფუძემდებელს 100 000 ათასზე მეტი ლაპარსკოპიული ოპერაცია ქონდა ჩატარებული. დღეს მის საქმიანობას კლინიკა  კარაპს მედლაინში მის მიერ აღზრდილ ექიმთა  გუნდი განაგრძობს.

Comments
Loading...