კირნათი ჰესი სრული სიმძლავრით ოპერირებას შემოდგომიდან დაიწყებს

63
თურქულმა კომპანიამ "აჭარ ენერჯი-2007" დაასრულა ბუნებრივ მოდინებაზე მომუშავე კირნათი ჰესის მშენებლობა, რომლის დადგმული სიმძლავრე 51.3 მგვტია, ხოლო საპროგნოზო გენერაცია – 226 გვტ.სთ. ამჟამად ჰესი ტესტირების რეჟიმშია და სრული სიმძლავრით ოპერირებას, სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს დაიწყებს.
 
გარდა კირნათი ჰესისა, "აჭარ ენერჯი- 2007" აგრეთვე ფლობს 47.6 მგვტ.-იან ხელვაჩაურ ჰესს, რომელიც უკვე ერთი წელია წარმატებით ფუნქციონირებს.
 
2018 წელს ექსპლუატაციაში შევიდა კიდევ სამი მცირე სადგური: კასლეთი (9 მგვტ), ხეორჰესი (1,3 მგვტ) და შილდა 1 ჰესი (1,2 მგვტ). ზემოაღნიშნული კირნათი ჰესის ჩათვლით, აშენებული სადგურების ჯამური სიმძლავრე 63მგვტ-ს შეადგენს.
 
2018 წლის ივლისის მდგომარეობით, საქართველოში 80 მოქმედი ჰესია, აქედან 57 მცირე ზომის ელექტროსადგურია (13 მგვტ-ზე ნაკლები დადგმული სიმძლავრით), რაც ქვეყნის ჯამური დადგმური სიმძლავრის 4.6%-ია (190.1 მგვტ).
 
წყარო: Galt & Taggart
Comments
Loading...