კინოკომპანია Warner Bros.-ის გენერალური დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

29

კინოკომპანია Warner Bros.-ის გენერალური დირექტორი კევინ ცუჯიჰარა, შიდა გამოძიების შემდეგ, რომელიც მსახიობთან სექსუალურ კავშირში ბრალდების გამო ჩატარდა, თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი იუწყება.

“კევინმა დიდი წვლილი შეიტანა სტუდიოს წარმატებაში ბოლო 25 წლის განმავლობაში და ამისათვის ჩვენ მისი მადლიერები ვართ. კევინი აღიარებს, რომ მისი შეცდომები შეუთავსებელია კომპანიის ხელმძღვანელობის მოლოდინებთან და შესაძლოა გავლენა იქონიოს სამომავლოდ კომპანიის მუშაობაზე”, – აცხადებს ჰოლდინგ WarnerMedia-ს გენერალური დირექტორი ჯონ სტენკი.

გაზეთი აღნიშნავს, რომ AT&T-ში გამოძიება The Hollewood Reporter-ში გამოქვეყნებულ სტატიას დაუკავშირეს, სადაც საუბარია იმის შესახებ, რომ ცუჯიჰარას სექსუალური კავშირი ჰქონდა მსახიობ შარლოტა კირკთან. გამოცემა მათ მმოწერას ეყრდნობა, რომლიდანაც ირკვევა, რომ ცუჯიჰარა მას საკუთარი უფლებამოსილების გამოყენებას ჰპირდებოდა, რათა მსახიობს ფილმებში მთავარი როლი მიეღო.

Comments
Loading...