კიარინი: რესტორანი “ამბასადორი” ძალიან მალე დაიმკვიდრებს სახელს მსოფლიოს კულინარიის რუქაზე

339

მსოფლიოს ყველაზე მრავალფეროვანი მზარეულის ტიტულით ცნობილი იტალიელი მზარეული ჯანფრანკო კიარინი, რომელიც სხვადასხვა ქვეყნების პრეზიდენტებს და შეიხებს ემსახურებოდა, საქართველოში  იმყოფება. ინტერვიუ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვან შეფ-მზარეულთან ჯანფრანკო კიარინისთან.

როგორ გადაწყვიტეთ საქართველოში ჩამოსვლა?

საქართველო ყოველთვის იყო  ჩემი ახალი აღმოჩენების რუქაზე. დასავლეთ ევროპაში ბევრი ადამიანი საუბრობს საქართველოს შესახებ, კულინარიაზე, ბუნებაზე და ქართველების სტუმართმოყვარეობაზე.  ამ ყველაფრის მიუხედავად, ბევრი მათგანი ვერ ახერხებს საქართველოში ჩამოსვლას და ამ ყველაფრის საკუთარი თვალით ნახვას. ყოველთვის გვაინტერესებს ახალი გამოწვევების მიღება კვებისა და სასმელების სფეროში, მაგრამ საქართველოში პროექტის განხორციელების შესაძლებლობა აქამდე არ გვქონია.

საბოლოოდ, ერთ დღესაც სასტუმრო "ამბასადორის" მოწვევით მომეცა შესაძლებლობა ახალი გამოწვევები და ცვლილები მივიღო   არა მხოლოდ "ამბასადორისთვის", არამედ ქართული სამზარეულოს სხვა საფეხურზე ასაყვანად.

როგორ  შეაფასებთ ქართულ კულინარიას და კერძოდ "ამბასადორის" ქსელს?

თავდაპირველად სასტუმრო „ამბასადორისგან“ შემოთავაზება იმიტომ მივიღეთ, რომ სასტუმროს ძვირადღირებული და მაღალი სტანდარტების გარემო მომგებიანია ჩვენი შემოქმედების და იდეების განვითარებისათვის. ამავდროულად,  სასტუმროს მენეჯმენტი მხარს უჭერს ცვლილებებს და მზად არიან გააკეთონ ყველაფერი იმისთვის, რომ კულინარიის  მხრივ პირველ ადგილზე იყვნენ.

ჩვენი აქ ყოფნის პერიოდში მივხვდით რომ სასტუმრო "ამბასადორი" არის საუკეთესო. ჩვენი ჩამოსვლის დღიდან დღემდე, არ შეუწყვიტავთ გვერდში დგომა და მხარდაჭერა რათა ყველა მიზნის მიღწევა შევძლოთ, ამიტომ სასტუმრო  "ამბასადორი"-ს სწრაფვა სრულყოფილებისკენ საშუალებას გვაძლევს, რომ მან საკუთარი სახელი დაამკვიდროს მსოფლიოს კულინარიულ რუქაზე.

ქართული პროდუქტი არის ძალიან ჯანსაღი,  იტალიურის მსგავსად, რაც საშუალებას გვაძლევს შევქმნათ უჩვეულო და გასაოცარი კომბინაციები. ძალიან მომწონს ქართული პროდუქტის არომატები, უნიკალური ხარისხი და  უჩვეულო მომზადების სტილი. განსაკუთრებით მოგვეწონა: ტყემალი, ჭაჭა, ფხალი, მაწონი, ხაჭაპური, მეგრული აჯიკა, ტაბაკა, ბაჟე, დამბალხაჭო, მწვადი, ჩაშუშული, მურაბა, ჩურჩხელა და კიდევ უამრავი არაჩვეულებრივი კულინარიული შედევრი.

რა გეგმები გაქვთ "ამბასადორთან" ერთად?

ამ ეტაპზე კადრების გადამზადების პროცესში ვართ, რაც გულისხმობს მომზადებას და კომპლექსური კულინარიის ტექნიკის სწავლებას. ეს ყველაფერი ხდება ახალი, ექსკლუზიური მენიუს გათვალისწინებით, რომელიც სპეციალურად რესტორანი "ამბასადორისთვის" შევქმენით.

ახალი მენიუ სინათლეს შემოიტანს ქართულ კულინარიაში, რაც აუცილებლად მოექცევა მსოფლიო კრიტიკოსების გზამკვლევების ყურადღების ცენტრში, მათ შორის როგორიცაა სან პელეგრინოს 50 საუკეთესო რესტორანი, მიშლენის გზამკვლევი და კიდევ უამრავი მნიშვნელოვანი სუბიექტი, რომლებიც საბოლოოდ აღიარებენ არა მხოლოდ "ამბასადორის" ძალისხმევას, არამედ  ქართულ კულინარიას.

ამ ამბიციური გეგმის შესასრულებლად ერთწლიანი საკონსულტაციო პროგრამა დავიწყეთ, რაც ყოველ სამ თვეში ითვალისწინებს მენიუს გადახედვას და ტრეინინგებს, რომ მივაღწიოთ საერთაშორისო სტანდარტებს.

როგორი იქნება თქვენს მიერ შექმნილი ექსკლუზიური მენიუ ქართული ქროდუქტების კომბინაციით?

მენიუ იქნება ძალიან უჩვეულო და კრეატიული, განსხვავებული გემოებით და ახალი ტექნიკით. მომზადების ტექნიკა იქნება ავანგარდული, რაც განასხვავებს სხვა რესტორნებისგან.

პატივს ვცემთ  ქართული კულინარიის ტექნიკას და ძირითად ფასეულობებს, მაგრამ მენიუ რომელსაც ვქმნით, არასდროს ყოფილა ამ ქვეყანაში. მენიუ შედგება 18 კერძისგან და ძირითადი აქცენტი გვაქვს ხარისხზე.

მენიუ განთავსდება რესტორან "ამბასადორში" და ქართულ კულინარიაში ახალ სიტყვას იტყვის, რაც საშუალებას მისცემს იტალიური, ფრანგული, ესპანური, იაპონური და სხვა გლობალური მოთამაშეების კულინარიის თანასწორი გახდეს. ეს არის ახალი მიდგომა, რაც სხვა ქართველ შეფ-მზარეულებს სტიმულს და კონკურენციის საშუალებას მისცემს.

ახალი მენიუ ნოემბრის მეორე ნახევრიდან იქნება მზად. ვაპირებთ, რომ მოვიპატიჟოთ გურმანები, კულინარიის კრიტიკოსები და შეფ-მზარეულები, რათა დააგემოვნონ ჩვენი შემოქმედება ახალი არომატებით და კომბინაციებით. ეს იქნება გამოწვევა ჩვენი კლიენტებისათვის, რომ შეაფასონ ქართული კულინარიიის ახალი დონე. 

იტალიელი მზარეული ჯანფრანკო კიარინი მსოფლიოს ყველაზე მრავალფეროვანი მზარეულის ტიტულს ატარებს. მისი საქმიანობა მოიცავს როგორც შეფ-მზარეულის, ასევე ტელევიზიის წამყვანის, მწერლის, რესტორატორი, გლობალური კონსულტანტის საქმიანობას. ის ასევე ხელმძღვანელობს პროფესიონალი  მზარეულების  ყველაზე მსხვილ   გაერთიანებას  მთელს მსოფლიოში.

კიარინი ემსახურებოდა ინგლისის სამეფო ოჯახს, ქუვეითის შეიხს კაბერ ალ-აჰმად ალ-ჯაბერ ალ-აჰმადს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯიმი კარტერს, აფრიკის კავშირის პრეზიდენტებს, საუდის არაბეთის პრინცესას ამირა ალ-თავილს და პრინცს ალ-ვალიდ ბინ თალალს, ყატარის შეიხებს, თურქეთისა და ირანის პრეზიდენტებს, და სხვა.

Comments
Loading...