კვლევა: მაღალტექნოლოგიური პარკის გარეშე, ბელარუსის საინფორმაციო მომსახურების ექსპორტი 3-ჯერ შემცირდებოდა

464

მაღალტექნოლოგიური პარკის შექმნა, ბელარუსიდან საინფორმაციო მომსახურების ექსპორტს სამჯერ გაზრდიდა. აღნიშნულის შესახებ ბელარუსის სტრატეგიულ კვლევათა ინსტიტუტის (BISS) ანგარიშშია აღნიშნული.

კვლევის მთავარი მომენტი ბელარუსის ყოველ მოსახლეზე საინფორმაციო მომსახურების ექსპორტის დინამიკის გათვლაა, რომელიც სინთეზური კონტროლის მეთოდის მეშვეობით განხორციელდა. როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, 2005 წელს მაღალტექნოლოგიური პარკის შექმნის შემდეგ, საინფორმაციო მომსახურებამ ბელარუსში იმაზე უფრო სწრაფად დაიწყო ზრდა, ვიდრე ევროპის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, მათ შორის უკრაინასა და რუსეთში.

BISS-ის ანალიტიკოსების მტკიცებით, 2013 წლის მდგომარეობით, საინფორმაციო მომსახურების ექსპორტი, მაღალტექნოლოგიური პარკის ეფექტის გავლენის გარეშე, მოსახლეობის თითო სულზე 20 აშშ დოლარს შეადგენდა, რაც რეალურ მაჩვენებელზე სამჯერ ნაკლებია.

ანგარიშის ავტორები აცხადებენ, რომ მაღალტექნოლოგიური პარკის პრეზიდენტები ძირითადად ქვეყნის IT სპეციალისტებს ასაქმებენ, ამასთან ისინი საინფორმაციო მომსახურების ექსპორტის ძირითად ნაწილს უზრუნველყოფენ.

BISS-ის მიერ ბელარუსული IT კომპანიების ტოპ-მენეჯერების გამოკითხვაში საუბარი მაღალტექნოლოგიური პარკების მინუსებსაც შეეხო.

Comments
Loading...