კვლევა: კორონავრიუსის შედეგად ადამიანებს კოგნიტური უნარები უქვეითდებათ

8

ადამიანის კოგნიტიური უნარები შეიძლება მსუბუქი ფორმის COVID-19-ის შემდეგაც დაქვეითდეს. ასეთი დასკვნა გააკეთეს მეცნიერებმა, რომელთა სტატიაც გამოქვეყნდა ჟურნალში The Lancet.

კვლევა ჩატარდა გაერთიანებულ სამეფოში COVID-19 პაციენტების დიდ ჯგუფებზე IQ დონის დასადგენად გამოკითხვისა და ტესტირების გზით.მთლიანად შერჩეული იყო 81, 000 პაციენტი.მეცნიერებმა ჩათვალეს, რომ ეს რაოდენეობა საკმარისია იყო ობიექტური მონაცემების მიღებისთვის.

დაავადების საშუალო სიმძიმის შემთხვევაში, დაავადების შედეგები შეიძლება ინსულტისას შევადაროთ. მათთან, ვისაც დასჭირა ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატი, ტვინის აქტივობის დაქვეითება IQ-ს შვიდი პუნქტით გაუარესების ექვივალენტურია. ისინი, ვინც საავადმყოფოში მოხვდნენ, მაგრამ არ დასჭირდათ ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია, მათი ინტელექტის დონე კი დაახლოებით IQ-ს ოთხი პუნქტით დაეცა.

კორონავირუსის შედეგად ყველაზე მეტად ზიანდება ლოგიკური განსჯის, დაგეგმვის და ყურადღების კონცენტრაციის უნარი.

კორონავირუსმა შეიძლება დააზიანოს თავის ტვინის უჯრედები და გამოიწვიოს კოგნიტიური დარღვევები. ბევრი, კოვიდის გადატანის შემდეგ, აღნიშნავს ემოციური მდგომერეობის, მეხსიერების დარღვევებს. სწორედ ამიტომ, პანდემიის დაწყებისთანავე მნიშვნელოვნად მოიმატა ფსიქოლოგებისა და ფსიქოთერაპევტების დახმარების საჭიროებამ.

ისევე, როგორც ნებისმიერი ვირუსი, კორონავირუსი უარყოფითად მოქმედებს კაპილარულ სისხლის მიმოქცევაზე და გავლენას ახდენს ცენტრალურ და პერიფერიულ ნერვულ სისტემაზე. სისხლის მიმოქცევის გაუარესების შედეგად, ტვინი ფაქტობრივად შიმშილობს და დაავადების გადატანის შემდეგ, ადამიანი სწრაფად იღლება და საჭიროებს დასასვენებლად მეტ დროს.

ექსპერტების აზრით, კოგნიტიური ფუნქციების სრულად აღდგენას, კოვიდის შემდეგ, დაახლოებით თვეზე მეტი ხანი შეიძლება დასჭირდეს.

რეაბილიტაციისათვის მედიკოსები გვირჩევენ ფიზიკურ ვარჯიშს, ფეხით სიარულს. პოსტკოვიდური სინდრომის რიგი სიმპტომებისა ასევე უკავშირდება დაავადების დროს მიღებული სტრესის შედეგებს.

Comments
Loading...