კვიპროსმა დერიპასკას, უსმანოვის დას და კიდევ ორ რუს მილიარდერს “ოქროს პასპორტები” ჩამოართვა

5

კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობამ ოთხ რუს მილიარდერს – ოლეგ დერიპასკას, ალიშერ უსმანოვის დას გულბაჰორ ისმაილოვას, Mercury Group-ის პრეზიდენტ იგორ კესაევს, Komsomolskaya Pravda-ს და RBC-ის მფლობელს გრიგორი ბერეზკინს და ასევე 11 პირს, რომლებიც მათთან არიან დაკავშირებული, “ოქროს პასპორტები” ჩამოართვა.

ყველა მათგანმა მანამდე ისარგებლა კვიპროსის საინვესტიციო პროგრამით, რომელიც მოქალაქეობის მისაღებად ქვეყნის ეკონომიკაში 2 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიციის საშუალებას იძლევა – ე.წ. “ოქროს პასპორტი”. ახლა კი ისინი დაკარგავენ მოქალაქეობას.

დერიპასკამ კვიპროსის მოქალაქეობა 2017 წელს მიიღო, ისმაილოვამ 2015 წელს, კასაევმა და ბერეზკინმა – 2012 წელს.

ასევე, მოქალაქეობა ჩამოერთმევათ მიხაილ გუცერიევს, ალექსანდრე პონომარენკოს, ვადიმ მოშკოვიჩსა და ალექსეი კუზმიჩევს. ასევე შემოწმდება 1091 რუსი პირი, რომლებმაც კვიპროსის “ოქროს პასპორტები” მიიღეს.

ოლეგ დერიპასკა ევროკავშირის სანქციების ქვეშ 2018 წლიდან იმყოფება.

Comments
Loading...