კერძო სექტორის წარმომადგენებლები 2017 წლის გეგმებს გაეცნენ

433

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს 2017 წელს დაგეგმილი პროექტები გააცნო, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

სასტუმროებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გიორგი ჩოგოვაძემ მიმდინარე და დაგეგმილი მარკეტინგული კამპანიის შესახებ ისაუბრა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში საქართველოს ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციის მიზნით ტარდება. შეხვედრაზე ტურიზმის სფეროში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და პრობლემის გადაჭრის გზები განიხილეს.

Comments
Loading...