კეპულაძე ახალ საბანკო რეგულაციებზე: ძალიან ბევრი ადამიანი სესხს ვეღარ აიღებს

50

ამის შესახებ საზოგადოება და ბანკების ხელმძღვანელმა გიორგი კეპულაძემ ახალ საბანკო რეგულაციების ხარვეზებზე საუბრისას განაცხადა.

ახალ საბანკო რეგულაციების ხარვეზებზე საუბრობს საზოგადოება და ბანკების ხელმძღვანელიც. გიორგი კეპულაძე აცხადებს, რომ ჭარბვალიანობის პრობლემებს რეგულაციები ვერ გადაჭრის. რადგანაც მისი თქმით, ჭარბვალიანობის გამო არ არის სიღარიბე, პირიქით, სიღარიბის გამოა ჭარბვალიანობა.

“ჭარბვალიანობის გამო არ არის სიღარიბე, სიღარიბის გამოა ჭარბვალიანობა. შესაბამისად ვნახოთ როგორ იმუშავეს ეს რეგულაციები. ფაქტია, რომ ძალიან ბევრი ადამიანი სესხს ვეღარ აიღებს, პლუს შემცირდა კოეფიციენტები. ვთქვათ ყოველთვიური შემოსავლიდან რამდენი შეიძლება იყოს მიმართული სესხზე გადასახდელად. რაც მნიშვნელოვნად შეზღუდავს სესხზე ხელმისაწვდომობას არა მხოლოდ სოციალურად გაჭირვებულ ფენებს, არამედ საშუალო ფენასაც, რომელიც თვიდან თვემდე ხელფასზე ცხოვრობს და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებასაც როგორც წესი ახერხებს მხოლოდ სესხის საშუალებით,” -აცხადებს გიორგი კეპულაძე “კურიერთან”.

ცნობისთვის, რამდენიმეჯერ გადადების შემდეგ, პირველი იანვრიდან გამკაცრებული საბანკო რეგულაციები ამოქმედდა. სესხის გაცემა იკრძალება პირზე, რომელსაც დადასტურებული შემოსავალი არ გააჩნია, ხოლო მათზე, ვისაც აქვს შემოსავალი, ლიმიტები წესდება. ცვლილებები ქვეყანაში “ჭარბვალიანობის” პრობლემის მიზნით იქნა მიღებული. ეროვნული ბანკის შეფასებით, ქვეყანაში “ჭარბვალიანობის” პრობლემა პირდაპირ საფინანსო სფეროში არსებულმა განსხვავებული რეგულირების მოდელმა გამოიწვია.

Comments
Loading...