კეკელიძის N23-ში საერთო სარგებლობის კიბეების რეაბილიტაცია ხორციელდება

12

ვაკის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის მიხედვით და მოსახლეობის განცხადების საფუძველზე, კეკელიძის N23-ში საერთო სარგებლობის კიბეების აღდგენა და მოპირკეთება მიმდინარეობს. ამავე მისამართზე ასევე, სამგზავრო ლიფტის განახლების სამუშაო მიმდინარეობს.

სხვადასხვა სარეაბილიტაციო პროექტის ღირებულების 5-10% ამხანაგობის საერთო ანგარიშზე რჩება და მოსახლეობის მიერ კორპუსის საერთო საჭიროებებს მოხმარდება.

ამხანაგობა ვალდებულია, განახორციელოს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსებული სამუშაოების შედეგად რეაბილიტირებული და ამხანაგობის საერთო სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობა.

მიმდინარე სამუშაოების გაცნობის შემდეგ ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

Comments
Loading...