კახი კალაძე დღეს “გაზპრომთან” დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებას გააჟღერებს

474

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე “გაზპრომთან” დაკავშირებით იმსჯელებენ. სხდომის დასრულების შემდეგ კი, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე “გაზპრომთან” დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებებზე ისაუბრებს. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“კახი კალაძე დაბრუნდა მინსკიდან, სადაც გაიმართა გაზპრომ ექსპორტთან მოლაპარაკებები. დღეს მთავრობის სხდომაზე განვიხილავთ იმ წინადადებებს, რომელთა მიღწევაც შესაძლებელი გახდა ამ მოლაპარაკებების შედეგად. ასევე კახი კალაძე გააკეტებს განმარტებებს იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელსაც მთავრობა ამ საკითხთან მიმართებაში მიიღებს”, – აღნიშნა პრემიერმინისტრმა.

Comments
Loading...