კახეთში, 3 რაიონის სოფლების ნაწილისთვის ელექტროენერგიის წყვეტა “ენერგო-პრო ჯორჯია”-ს მიზეზით არ მომხდარა

27

დღეს დილით, დაახლოებით 20 წუთით ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა სიღნაღის, დედოფლისწყაროს და საგარეჯოს სოფლების ნაწილს. “ენერგო-პრო ჯორჯია”-ს ქსელში ავარია არ დაფიქსირებულა, შესაბამისად, ენერგომომარაგების შეზღუდვა, კომპანიის მიზეზით არ მომხდარა. ამის შესახებ ინფორმაციას “ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს.

ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა მოხდა 07:55 საათზე, დაახლოებით 08:15 საათზე კი მოხერხდა ენერგომომარაგების აღდგენა, შესაბამისად, აღნიშნული დროიდან ყველა აბონენტს სტაბილურად მიეწოდება ელექტროენერგია. ენერგომომარაგების შეზღუდვას საარჩევნო პროცესისთვის ხელი არ შეუშლია.

Comments
Loading...