კახა კალაძე:1 ოქტომბრიდან თბილისში მხოლოდ რეგისტრირებული ტაქსები იმოძრავებენ

66

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ამ დროისთვის 500 -მა მძღოლმა მიიღო ტაქსით მოძრაობის ნებართვა.

"1 აგვისტოდან ტაქსის რეგისტრაცია იუსტიციის სახლშიც დაიწყო. ამ მომსახურებას თავად იუსტიციის სახლის პერსონალი ახორციელებს. მსურველებს მომსახურების მიღება გარდა გამგეობისა, იუსტიციის სახლშიც შეუძლიათ.

აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ ტაქსის რეგისტრაცია ყველაზე მარტივად სახლიდან გაუსვლელად, თქვენივე პერსონალური კომპიუტერის მეშვეობით არის შესაძლებელი, თუმცა სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ მიმართოთ თბილისის ათივე გამგეობას და ახლა უკვე იუსტიციის სახლსაც. ამ ეტაპისთვის ჯამში გაცემულია 500-მდე ტაქსის ნებართვა და მსურველებს კიდე უფრო მეტი აქტიურობისკენ მოვუწოდებ, რადგან 1 ოქტომბრიდან დედაქალაქში მხოლოდ რეგისტრირებული ტაქსები იმოძრავებენ", – განაცხადა კახა კალაძემ.

Comments
Loading...