კახა კალაძე: 411 ოჯახს დაუკანონდა საცხოვრებელი ფართები

27

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

“მინდა გითხრათ ერთ კონკრეტულ მიმართულებაზე, რომელიც ჩემი ინიციატივა იყო, არჩევნების წინ მე ამაზე ძალიან ბევრი ვისაუბრე, ეს არის ფართების დაკანონება.

სამწუხაროდ, მინდა ვთქვა, რომ ბევრი ოჯახია თბილისში, რომლებიც 10, 20-ეული წლებია ცხოვრობდნენ და ვერ ახერხებდნენ საკუთრებაში დაეკანონებინათ ეს ფართი. შვილები გაზარდეს, შვილიშვილები ამ საცხოვრებელ ფართებში და ეს პრობლემა დღესაც ჰქონდა სხვადასხვა ბიუროკრატიული მიზეზების გამო.

ჩვენ, რა თქმა უნდა, დავიწყეთ ამ პრობლემების მოგვარება და დღეის მდგომარეობთ 411 ოჯახი გავაბედნიერეთ, რომლებსაც დაუკანონდა ეს საცხოვრებელი ფართები.

ეს პროგრამა დღესაც გრძელდება, მომდევნო წელსაც გაგრძელდება და გვინდა, რომ ძალიან მალე არ დარჩეს ისეთი ოჯახი, ვისაც ეს პრობლემა აწუხებს”, – აცხადებს კახა კალაძე.

Comments
Loading...