კახა კალაძე: წლის ბოლოდან თბილისში 90 ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსი შემოვა

48

წლის ბოლოდან თბილისში 90 ერთეული ახალი, ევროპული ტიპის, ეკოლოგიურად სუფთა, MAN-ის ტიპის ავტობუსი შემოვა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთვრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პარალელურად მერიამ უკვე დაიწყო 220 ერთეული 8 მეტრიანი ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსის შესყიდვის პროცესი.

კახა კალაძე აქვე ამბობს, რომ 2019 წლის ბოლოსთვის 550 ამორტიზებული ავტობუსი სრულად ჩანაცვლდება ახალი ავტობუსებით.

"გარდა ამისა, ჩვენ დაწყებული გვაქვს სატრანსპორტო კვლევა მთელი ქალაქის მასშტაბით, და რამდენიმე თვეში უკვე ზუსტად გვეცოდინება არის თუ არა იმის საჭიროება, რომ კიდევ დავამატოთ ავტობუსები.

2020-2021 წლებისთვის თუ საჭირო იქნება ავტობუსების კიდევ დამატებით შემოყვანა, რომ უფრო კომფორტული, სწრაფი გახდეს გადაადგილება, ამას კვლევა გვაჩვენებს", – აღნიშნა თბილისის მერმა. 

Comments
Loading...