კახა კალაძე: აღარასდროს დავუბრუნდებით წარსულის პრაქტიკას, როდესაც გადაწყვეტილებები მიიღებოდა თბილისისა და თბილისელების ინტერესების წინააღმდეგ

7

“ჩვენ თბილისის მოსახლეობამ აგვირჩია 4 წლით და წელს ეს ვადა იწურება. შესაბამისად, მე, როგორც არჩეული მერი, ვალდებული ვარ, საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია იმ პროექტებთან და იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც გაკეთდა ამ ოთხი წლის განმავლობაში. თბილისი გამორჩეული ქალაქია თავისი ლანდშაფტით, კულტურით, ისტორიითა და მრავალფეროვნებით.” – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის ურბანული პოლიტიკის ანგარიშის პრეზენტაციაზე ისაუბრა.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ოთხი წლის განმავლობაში, მან და მისმა გუნდმა თვითმმართველობის არჩევნებზე წარმოდგენილი 7 ძირითადი პოლიტიკის განხორციელების მხრივ დიდი ძალისხმევა გასწია კონკრეტული შედეგებიც დადო. „პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით გვაქვს ძალიან კარგი შედეგები. გარკვეული მიმართულებით გვაქვს არსებითი წინსვლა, თუმცა, რა თქმა უნდა, გვრჩება გამოწვევები, რომლებსაც ერთად აუცილებლად დავძლევთ.

ყველანი დამეთანხმებით, რომ თბილისი აღარ არის ისეთი, როგორიც ოთხი წლის წინ იყო და ჩვენი გუნდის მიერ განხორციელებული შვიდი ძირითადი პოლიტიკის შედეგები ქალაქზე დადებითად აისახა. ამ ყველაფერს, დარწმუნებული ვარ, ხედავს და სწორად აფასებს თბილისის მოსახლეობა, საზოგადოება, რომელსაც მივეცით დაპირებები. პირველად, რა თქმა უნდა, წარმოგიდგენთ შვიდი პოლიტიკიდან ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულების, ქალაქის ურბანული განვითარების შესახებ ანგარიშს. ურბანული მიმართულებით ჩვენ ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ და აქ არიან ადამიანები, რომელთა ძალისხმევით, მხარდაჭერით, თანადგომით, ჩვენ ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება განვახორციელეთ ურბანული მიმართულებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, წლების განმავლობაში, ურბანული თვალსაზრისით არასწორად ვითარდებოდა ქალაქი, მაგრამ მისმა გუნდმა, დარგის სპეციალისტების ჩართულობით, მრავალი ინიციატივა წამოიწყო. „დღეს, ურბანული პოლიტიკის მიმართულებით, თბილისი არის ბევრად უფრო მოწესრიგებული, ბევრად უფრო კომფორტული და გამწვანებული ქალაქი. რაც მთავარია, ქალაქს აღებული აქვს სწორად განვითარების გეზი და აღარასდროს დავუბრუნდებით წარსულში არსებულ პრაქტიკას, როდესაც გადაწყვეტილებები მიიღებოდა ქაოტურად, თბილისისა და თბილისელების ინტერესების წინააღმდეგ, რაც დამაზიანებელი იყო ყველასთვის.

Comments
Loading...