კატრინ დენევის კაბების ნაწილი აუქციონზე თითქმის 1 მილიონ ევროდ გაიყიდა

105

ფრანგი მსახიობის კატრინ დენევის კაბების ნაწილი, რომელიც ივ სენ-ლორანის მიერ არის შექმნილი, პარიზში გამართულ აუქციონზე თითქმის 1 მილიონ ევროდ გაიყიდა. ამის შესახებ აუქციონის სახლის Christie`s ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება ინფორმაცია.

კოლექციაში, რომელიც აუქციონზე იყო წარმოდგენილი, შესულია მსახიობის საღამოს და ყოველდღიური სამოსი.

ყველაზე ძვირად ვარდისფერი კაბა გაიყიდა, რომელიც კატრინ დენევს სწორედ მაშინ ეცვა, როდესაც რეჟისორი ალფრედ ჰიჩკოკი გაიცნო. კაბა 42,5 ათას ევროდ გაიყიდა.

გარდა აუქციონისა, Christie`s ოფიციალურ ვებ-გვერდზე მსახიობის კაბების ყიდვა ონლაინ რეჟიმშიც არის შესაძლებელი.

მსახიობმა Le Figaro-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ კაბების გაყიდვა იმის გამო გადაწყვიტა, რომ ვერ ახერხებს მათ სწორად შენახვასა და მოვლას.

კატრინ დენევმა და ინ სენ-ლორანმა ერთმანეთი 1965 წელს გაიცნეს, როდესაც მსახიობი 22 წლის იყო. მაშინ დენევმა მას, დიდი ბრიტანეთის დედოფალთან ელისაბედ II-სთან შეხვედრისთვის საჭირო კაბის გამო მიმართა.

Comments
Loading...