კატარი აშშ-ში მინიმუმ 20 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს

59

კატარის სახელმწიფო სანავთობო კომპანია Qatar Petroleum (QP), უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში აშშ-ში მინიმუმ 20 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს. ამის შესახებ კატარის სახელმწიფო მინისტრმა ენერგეტიკის საკითხებში საად ბენ ალ-კააბიმ განაცხადა.

მისი თქმით, Qatar Petroleum-ი, თავის უცხოელ პარტნიორებს, ბუნებრივი გაზის დაგროვების მიზნით მშენებლობის გეგმების შესახებ ინფორმაციას 2019 წლის შუაში მიაწვდის.

3 დეკემბერს, ალ-კააბიმ განაცხადა, რომ კატარი ტოვებს OPEC-ს. დოჰას ეს გადაწყვტილება იმით ახსნეს, რომ მათ გაზის მოპოვების გაზრდა სურთ. იქ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ OPEC-იდან გასვლა არ უკავშირდება პოლიტიკურ საკითხებს, თუ კავშირის წევრ სხვა ქვეყნებთან უთანხმოებებს.

OPEC-ში აცხადებენ, რომ პატივს სცემენ კატარის გადაწყვეტილებას. ქვეყანა ორგანიზაციის წევრი 2019 წლის 1 იანვრიდან აღარ იქნება.

Comments
Loading...