“კარფური” უკვე “ვოლტზეა!”- ფრანგული ბრენდი ონლაინ გაყიდვების მიმართულებით გაფართოებას აგრძელებს და მომხმარებელს “ვოლტით” მომსახურებას სთავაზობს

41

კომპანია „კარფური“ თბილისსა და რეგიონებში ახალი ფილიალების  გახსნის შემდეგ, გაფართოებას ციფრული მიმართულებით აგრძელებს და ონლაინ გაყიდვების კიდევ ერთი მსხვილი ქსელის წევრი ხდება.

ამ სიახლეს კომპანია როგორც დედაქალაქის, ასევე ბათუმის მოსახლეობას სთავაზობს, რომლებსაც უკვე საყვარელი ბრენდის სასურველი პროდუქციის მიღება სახლიდან გაუსვლელად შეეძლებათ.

„ვოლტის“ საშუალებით, კარფურის მომხმარებელს შეუძლია მიიღოს1000-ზე მეტი დასახელების პროდუქტი, სურსათი, ხილ-ბოსტნეული და ჰიგიენური საშუალებები.

აღნიშნული პროდუქტები ერთ სივრცეშია თავმოყრილი და მომხმარებელს სახლიდან გაუსვლელად, მარტივად, სწრაფად და კომფორტულად შეუძლია შეარჩიოს და შეიძინოს სასურველი ნივთები 24 საათის განმავლობაში.

Mastercard-ით გადახდის შემთხვევაში კი, ერთი თვის განმავლობაში, მომხმარებელი  უფასო მიტანის სერვისით ისარგებლებს. აქცია 6 ნოემბერს იწყება და მთელი თვის მანძილზე გაგრძელდება.

„კარფურმა“ გადაწყვიტა, შოპინგის ეს უნიკალური და უსაფრთხო გამოცდილება, რომელმაც განსაკუთრებული საჭიროება პანდემიის პერიოდში შეიძინა,  კიდევ უფრო მეტ მომხმარებელს შესთავაზოს, რაც იმას ნიშნავს, რომ უამრავი ადამიანი დაზოგავს თავის დროსა და ენერგიას.

Wolt ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში, 2014 წელს დაფუძნებული ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც საკვების აღმოჩენისა და მიტანის სერვისს ამარტივებს. დღეს, Wolt მსოფლიოს 23 ქვეყანაში, 100-ზე მეტ ქალაქში ხუთ მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. Wolt 20 000-ზე მეტ რესტორანსა და 45 000-ზე მეტ პარტნიორ კურიერთან თამშრომლობს.

Wolt საქართველოში 2018 წლის მაისიდან ოპერირებს. დღეს, Wolt-ის აპლიკაციით კერძების და სხვადასხვა პროდუქტის შეკვეთა თბილისის, ბათუმის და ქუთაისის 650- ზე მეტი ობიექტიდანაა შესაძლებელი და მისი სერვისით, ყოველდღიურად ათასობით მომხმარებელი სარგებლობს.

Mastercard ((NYSE: MA), www.mastercard.com, გადახდების გლობალური ინდუსტრიის ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ქსელებს, მთავრობასა და ბიზნესს 210 -ზე მეტ ქვეყანაში. მასტერქარდის პროდუქტები და სისტემები აადვილებს, უსაფრთხოსა და ეფექტურს ხდის ყოველდღიურ სავაჭრო საქმიანობას, როგორიცაა შოპინგი, მოგზაურობა, ბიზნესისა და ფინანსების მართვა. შემოგვიერთდით Twitter@MasterCardNews-ზე, ჩაერთეთ საკითხების განხილვაში ბლოგზე „ტრანზაქციის მიღმა“ (Beyond the Transaction Blog) და გამოიწერეთ უახლესი ამბები „Engagement Bureau“-დან (http://newsroom.mastercard.com)

რაც შეეხება „კარფურს“, მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ქსელს  საქართველოში Majid Al Futtaim-ი წარმოადგენს. Majid Al Futtaim-ი ფრანგული ბრენდის რეგიონალური ფრანშიზის ექსკლუზიური მფლობელია, რომელიც ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და აზიის 37 ქვეყანაში კარფურს წარმოადგენს. Majid Al Futtaim-ი კარფურის 270-ზე მეტ მაღაზიას ფლობს, დღეში 750,000-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება და 37,000-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

ბრენდის მიზანია მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი მომხმარებელს ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად მიაწოდოს და შექმნას დაუვიწყარი მომენტები, ყველასათვის ყოველდღე.

2012 წელს ქართულ ბაზარზე შემოსვლა კარფურისთვის სტრატეგიული ნაბიჯი იყო. კომპანიამ საქართველოში განვითარების პერსპექტივა დაინახა და დღეისათვის 31 მაღაზიითა და 2000-ზე მეტი თანამშრომლით არის წარმოდგენილი.

Comments
Loading...