კარლ ჰარცელი: ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობები არასოდეს ყოფილა ასეთი მჭიდრო

34

ბრიტანული ჟურნალის THE ECONOMIST-ის წლიური გამოცემის “მსოფლიო 2019”-ის ეგიდით და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ორგანიზებული კონფერენციის – “საქართველო და მსოფლიო 2019 წელს” ფარგლებში, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებულ თანამშრომლობაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

კარლ ჰარცელმა დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები და თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით გადადგმული ღონისძიებები.

“ევროკავშირთან ურთიერთობები არასოდეს ყოფილა ისეთი მჭიდრო როგორც ის დღესდღეობითაა. აღნიშნული დასტურდება იმ რეფორმებით და წარმატებებით, რასაც ქვეყანამ მიაღწია ბოლო წლებში. ევროკავშირი ხელს უწყობს საქართველოს შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოყენებაში თანამშრომლობის ყველა სფეროში”, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

ღონისძიების პანელის საპატიო სტუმრის განცხადებით, საქართველოს პოტენციალის სრული გამოყენებისთვის და გრძელვადიანი სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია ინკლუზიურობის ზრდა ეკონომიკაში. კარლ ჰარცელმა ასევე იაუბრა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გათვალისწინებული სტანდარტების დანერგვის მნიშვნელობაზე და მის დადებით ეფექტზე ევროპულ და საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის თვალსაზრისით.

“DCFTA ამბიციური შეთანხმებაა. ეს არის ხერხემალი რეფორმებისა, რომელიც არ არის მხოლოდ ორმხრივი ფორმატი, ის ასევე სახავს ოქროს სტანდარტს მსოფლიო ვაჭრობისთვის, რაც საქართველოს ბევრად უფრო კონკურენტუნარიანს გახდის მსოფლიოს ამა თუ იმ ბაზარზე წვდომისთვის”, – განაცხადა ელჩმა.

Comments
Loading...