კარლოს გონის განცხადებით, იგი Nissan-ის ხელმძღვანელობის შეთქმულების შედეგად დააკავეს

47

Nissan-ის დირექტორთა საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ და Renault-ის პრეზიდენტმა კარლოს გონმა განაცხადა, რომ მისი დაკავება Nissan-ის ხელმძღვანელობის შეთქმულების შედეგად მოხდა. ამის შესახებ მან დაკავების შემდეგ მიცემულ პირველ ინტერვიუში განაცხადა. გონს, იაპონურ გამოცემასთან საუბრისთვის 20 წუთი მისცეს.

გონმა აღნიშნა, რომ მას დაკავების მიზეზთან დაკავშირებით არავითარი ეჭვი არ აქვს. მისი თქმით, მას სურდა Nissan-ის, Renault-ისა და Mitsubishi-ის გაერთიანება, ხოლო ზოგიერთი ტოპ-მენეჯერი ამის წინააღმდეგი იყო. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებში Mitsubishi Motors-ის გენერალური დირექტორის ჩართვაც სურდა, რომლმაც ამ საკითხის განხილვა ერთი-ერთზე მოისურვა.

სამი კომპანიის გაერთიანების შემთხვევაში, გონს მის სათავეში ჩადგომა სურდა. გონის განცხადებით, Nissan-ის ზოგიერთ ხელმძღვანელს ეშინოდა ამ გაერთიანების და გაერთიანების შემთხვევაში გონის ძალაუფლების, რის გამოც, მისი თქმით, მათ იაპონიის პროკურატურასთან თანამშრომლობა გადაწყვიტეს.

კარლოს გონი გასული წლის დეკემბერში დააკავეს. იგი ეჭვმიტანილია იმაში, რომ არ ახდენდა მთელი თავისი შემოსავლების დეკლარირებას, აგრეთვე აგრეთვე, საკუთარი დანაკარგები კომპანიის სახელზე გადაწერა. 2010-დან 2017 წლამდე მის მიერ დაფარული შემოსავლების მოცულობა დაახლოებით 71 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო დანაკარგი, რომელიც კომპანიის სახელზე გადაწერა – 21 მილიონ აშშ დოლარს. თავად გონი დანაშაულს არ აღიარებს.

Comments
Loading...