კალიფორნიაში Facebook-ის რამდენიმე შენობის ევაკუაცია განხორციელდა

34

კალიფორნიაში, შესაძლო აფეთქების შესახებ გავრცელებული ინფომრაციის გამო კომპანია Facebook-ის რამდენიმე შენობის ევაკუაცია განხორციელდა.

კალიფორნიის სამართალდამცავებმა, ნიუ-იორკელი კოლეგებისგან მიიღეს სიგნალი დამონტაჟებული ბომბის არსებობის შესახებ. პოლიციამ კი ამის შესახებ ადგილობრივ ხელისუფლებას აცნობა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Facebook-ის ხელმძღვანელობამ ყველა სხვა შენობების ევაკუაციაც მოითხოვა, რომლებიც მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობდა. შენობების ჩხრეკის შედეგად კი, ასაფეთქებელი მოწყობილობა ვერ აღმოაჩინეს.

Comments
Loading...