კალაძე: მშენებლობის პროცესში ამტვერებისგან დამცავი ბადეების განუთავსებლობაზე სანქციები გამკაცრდება

36

“მშენებლობის პროცესში ამტვერებისგან დამცავი ბადეების განუთავსებლობა, მშენებლობის პროცესში ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავება, ამტვერებადი მასალის გადაუხურავი ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაზიდვა, განთავსებისას ამტვერებადი მასალისგან წარმოქმნილი მყარი ნაწილაკების გარემოში მოხვედრა, ამტვერებადი მასალის გადაუხურავ სივრცეში განთავსება და რეალიზაცია – აღნიშნულ ყველა მიმართულებაზე სანქციები გამკაცრებული იქნება”, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.

“ერთერთი უმთავრესი პრობლემა არის ჰაერის მტვრით დაბინძურება. ამის ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზს წარმოადგენს თბილისში მიმდინარე მასშტაბური მშენებლობები, სამშენებლო მოედნები, ამტვერებადი მასალების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაზიდვის, განთავსების, დამუშავებისა და რეალიზაციისთვის სპეციფიკური რეგულაციების არარსებობა. ეს არის დღეს სერიოზული პრობლემა. ჩვენ ამაზე უკვე ვისაუბრეთ. ჯგუფს დავალებაც ჰქონდა მიცემული შესაბამისი ცვლილებები განეხორციელებინა კანონმდებლობაში. ეს პაკეტი უკვე მომზადებულია, რომელსაც უახლოეს მომავალში გადავცემთ პარლამენტს. დარწმუნებული ვარ, პარლამენტის მხრიდან იქნება მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა, რომ ეს ცვლილებები განვახორციელოთ. მნიშვნელოვანია, რომ ამტვერებადი მასალიდან მყარი ნაწილაკების გარემოში მოხვედრა თავიდან ავირიდოთ. სწორედ აქედან გამომდინარე მომზადდა ეს კანონპროექტი.

მშენებლობის პროცესში ამტვერებისგან დამცავი ბადეების განუთავსებლობა, მშენებლობის პროცესში ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავება, ამტვერებადი მასალის გადაუხურავი ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაზიდვა, განთავსებისას ამტვერებადი მასალისგან წარმოქმნილი მყარი ნაწილაკების გარემოში მოხვედრა, ამტვერებადი მასალის გადაუხურავ სივრცეში განთავსება და რეალიზაცია – აღნიშნულ ყველა მიმართულებაზე სანქციები გამკაცრებული იქნება. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ კანონპროექტს პარლამენტში ძალიან დიდი მხარდაჭერა ექნება”, – განაცხადა კახა კალაძემ.

Comments
Loading...