კალაძე: თბილისში, 1 ოქტომბრიდან ლიცენზიის გარეშე მოძრავი ტაქსი 200 ლარით დაჯარიმდება

71

1 ოქტომბრიდან თუ დედაქალაქში ტაქსი ლიცენზიის გარეშე იმოძრავებს, მძღოლი 200 ლარით დაჯარიმდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

"1 აგვისტოდან ტაქსის რეგისტრაცია იუსტიციის სახლშიც დაიწყო. ამ მომსახურებას თავად იუსტიციის სახლის პერსონალი ახორციელებს. მსურველებს მომსახურების მიღება გარდა გამგეობისა, იუსტიციის სახლშიც შეუძლიათ. აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ ტაქსის რეგისტრაცია ყველაზე მარტივად სახლიდან გაუსვლელად, თქვენივე პერსონალური კომპიუტერის მეშვეობით არის შესაძლებელი, თუმცა სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ მიმართოთ თბილისის ათივე გამგეობას და ახლა უკვე იუსტიციის სახლსაც. ამ ეტაპისთვის ჯამში გაცემულია 500-მდე ტაქსის ნებართვა და მსურველებს კიდე უფრო მეტი აქტიურობისკენ მოვუწოდებ, რადგან 1 ოქტომბრიდან დედაქალაქში მხოლოდ რეგისტრირებული ტაქსები იმოძრავებენ.

ჩვენთვის ძალინ მნიშვნელოვანია ამ მიმართულების მოწესრიგება, რადგან ქალაქში ეს ქაოს და უკმაყოფილებას იწვევს. ეს აუცილებლად უნდა მოვაწესიგოთ. ეს ჩვენინ სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მიმართულება იყო. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ტაქსების მოწესრიგება, მაგრამ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიოროტეტი", – განაცხადა კახა კალაძემ.

Comments
Loading...