კაკულია ისაკაძეს: მივესალმები დასაწყისს,რომელიც იმედია ჩემი პოლიტიკური კარიერის დასასრული არ იქნება

38

“მივესალმები ამ დასაწყისს, რომელიც იმედია ჩემი პოლიტიკური კარიერის დასასრული არ იქნება”, -განაცხადა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავჯდომარემ რომან კაკულიამ გადაცემაში “Forbes კვირა გიორგი ისაკაძესთან ერთად”.

“მივესალმები ამ ახალ პროექტს, ძალიან მნიშვნელოვან საქმეს, აკეთებთ. მივესალმები ამ დასაწყისს, რომელიც იმედია ჩემი პოლიტიკური კარიერის დასასრული არ იქნება, ისეთ კითხვებზე მიწევს პასუხის გაცემა, ისეთი შესავალი გააკეთეთ’,-განაცხადა კაკულიამ.

ცნობისთვის, ჟურნალისტი გიორგი ისაკაძე სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში გადაცემას წაიყვანს. გადაცემა ეკონომიკური მიმართულებისაა. გადაცემა კვირაში ერთხელ, ყოველ კვირას გავა ეთერში. გადაცემის სახელწოდება იქნება “Forbes-ის კვირა გიორგი ისაკაძესთან ერთად”. ისაკაძე გადაცემას თავის გუნდთან ერთად მოამზადებს. გადაცემა ეთერში პირველად ამ კვირას, 10 მარტს გავა.

Comments
Loading...