კაკულია: ვთხოვ პრემიერს, რომ “აწარმოე საქართველოს” საგრანტო კომპონენტი დაიხვეწოს მაქსიმალურად

120

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია ახალი პრემიერისგან და მისი გუნდისგან ისეთ პროგრამებს ელოდება, რომელიც მოსახლეობას ბიზნესის დაწყებას გაუადვილებს.

მისი თქმით, ეკონომიკურ ცვლილებებს შორის, რომლებიც, კაკულიას მოსაზრებით, ახალმა ხელისუფლებამ ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის უნდა განახორციელოს, არის "აწარმოე საქართველოს" საგრანტო კომპონენტის დახვეწა.

"ვთხოვ პრემიერმინისტრს, ვთხოვ მომავალ ეკონომიკის მინისტრსაც, და უშუალოდ ჩავერთვები იმაში, რომ "აწარმოე საქართველოს" საგრანტო კომპონენტი დაიხვეწოს მაქსიმალურად და ისეთი სიცოცხლისუნარიანობა მიეცეს, რაც არ უნდა სჭირდებოდეს მას ამისათვის, ყოველწლიურად ამ თანხის გაზრდის შესაძლებლობა იყოს,  რადგან სხვანაირად ჩვენ იმ სეგმენტზე, რომელზეც ვლაპარაკობთ, ვერ მივალთ", – აცხადებს კაკულია BM-თან.

Comments
Loading...