ი.ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკა პროფესორ ავთანდილ კვეზერილი-კოპაძის 93 წლის იუბილეს აღნიშნავს

439

ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის მრავალპროფილურ და იშვიათი დაავადებების განყოფილებას პროფესორ ავთანდილ კვეზერელი-კოპაძის სახელი მიენიჭა.

კლინიკაში საიუბილეო საღამო გაიმართა, სადაც მისმა მოსწავლეებმა და კოლეგებმა გაიხსენეს ბატონი ავთანდილის ღვაწლი ქართული მედიცინის წინაშე. ავთანდილ კვეზერელი -კოპაძეს პედიატრებისა და ჰემატოლოგებისათვის რამდენიმე სახელმძღვანელო აქვს გამოცემული: "ანემია ბავშვთა ასაკში", "რკინა დეფიციტური ანემია ბავშვთა ასაკში";

ბატონმა ავთანდილმა, საქართველოს მაშტაბით ჩატარებული კვლევების საფუძველზე დაადგინა ჰემატოლოგიური მაჩვენებლების ასაკობრივი ნორმები საქართველოს პედიატრიული პოპულაციისათვის.

Comments
Loading...