იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები მომხმარებელს 4-დან 11 მაისის პერიოდის უქმეებზეც მოემსახურება

8

იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები მომხმარებელს 4-დან 11 მაისის პერიოდის უქმეებზეც მოემსახურება. ამ პერიოდში მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება იუსტიციის სახლის უკლებლივ ყველა სერვისი.

იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები არ იმუშავებენ მხოლოდ აღდგომის დღესასწაულის უქმეებში – 30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით და შაბათ-კვირას, 8 და 9 მაისს.  ამავე პერიოდში მიუწვდომელი იქნება იუსტიციის სახლის სატელეფონო მომსახურების ცენტრიც.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სახლსა და საზოგადოებრივ ცენტრში მომსახურების მიღება  კვლავ პორტალ MY.GOV.GE-დან  ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის პრინციპითაა  შესაძლებელი.  წინასწარი დაჯავშნის გარეშე  მისული მომხმარებელი სერვისის მიღებას ვერ შეძლებს. ამასთან, იუსტიციის სახლი მოუწოდებს მომხმარებელს, მომსახურების მისაღებად გამოცხადდეს დაჯავშნისას მითითებულ დროს.

Comments
Loading...