ისტორიაში პირველად, NASA-მ მარსზე შვეულმფრენი აფრინა (ვიდეო)

5

NASA-მ, ისტორიაში პირველად, მარსზე შეძლო კონტროლირებადი ფრენის განხორციელება. Ingenuity შვეულმფრენი მარსის ცაში დღეს, 19 აპრილს აფრინდა. ეს უკანასკნელი მარსზე Perseverance-თან ერთად გაგზავნეს.

მარსის ატმოსფერო ძალიან თხელია, ამიტომ Ingenuity-ს მსგავსი ხომალდის შექმნა მეცნიერებისთვის ძალიან დიდი გამოწვევა იყო. ეს ასპექტი აღნიშნულ მიღწევას კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის.

ეს იყო ფუნქციურად დამოუკიდებელი ფრენა, რომელსაც ეკიპაჟი დედამიწიდან აკონტროლებდა და ბრძანებებს შესაბამის დროს უგზავნიდა იმის შესატყობინებლად, თუ როდის უნდა დაეწყო და დაესრულებინა მას 40 წამიანი ფრენა მარსის ატმოსფეროში.

Ingenuity-ს, Perseverance-სთან შედარებით, ბევრად უფრო მძლავრი პროცესორი აქვს, რომლის გამოყენებითაც, იგი შეაგროვებს მონაცემებს ფრენის დროს, შემდეგ გადასცემს მოხეტიალეს, რომელიც, თავის მხრივ, ამ ინფორმაციას დედამიწაზე გამოგზავნის.

ამჟამად NASA გააგრძელებს მუშაობას Ingenuity-ს მონაცემების მიღებასა და დამუშავებაზე. დარჩენილი ენერგიითა და სხვა პარამეტრებით იგეგმება კიდევ რამდენიმე სატესტო ფრენა.

Comments
Loading...