ისტორიაში პირველად, ნავთობის ფასმა ბარელზე 5 ათასს რუბლს გადააჭარბა

79

ნავთობის ფასმა ბარელზე, რუბლის ექვივალენტში, მიმდინარე კვირის განმავლობაში პირველად გადააჭარბა 5 ათასს რუბლს, რაც ისტორიის მანძილზე პირველად მოხდა.

ეს 22 აგვისტოს დაიწყო, როდესაც Brent-ის ფირმის ნავთობის ფასი, რუსულ ექვივალენტში 5107 რუბლამდე გაიზარდა. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

24 აგვისტოს, Brent-ის ფირმის ნავთობის ფასი ბარელზე რეკორდულ მაჩვენებლამდე – 5112 რუბლამდე გაიზარდა. 2018 წლიდან მოყოლებული, ნავთობის ფასი რუბლში 33%-ით გაიზარდა.

ნავთობის ფასი რუბლში შესამჩნევად აჭარბებს საბიუჯეტო შემოსავლებს, რის შესახებაც რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების მთავარი ეკონომისტი დმიტრი პოლევოი აცხადებს. 2018 წელს, ნავთობისა და გაზის შემოსავლები, ქვეყნის ბიუჯეტის 40%-ს შეადგენს.

Comments
Loading...